2016-12-29 11:23:12, 1829 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ლერი ხაბელოვი სპორტის სამყაროში ლეგენდა იყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმალერი ხაბელოვს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ბატონი ლერი მსოფლიოს ხუთგზის, ევროპის ოთხგზის და ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ. ის იყო, თავად ნამდვილად ლეგენდა სპორტის სამყაროში და მჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდებით. გამარჯვების, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ძალიან გვჭირდება. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას და ძალიან ბევრ სიხარულს»,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან