16:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 12:31:16, 635 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო, ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავის ფრაგმენტებს ეძებს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბზახია" ე.წ მინისტრის მოადგილე ტიგრან დელიბალტიანზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც "მინისტრის მოადგილემ" აღნიშნა, სამძებრო სამუშაოებში ოკუპირებული აფხაზეთის 2 კატერია ჩართული. 

"სამინისტროს 20 თანამშრომელი თვითმფრინავის ფრაგმენტებსა და გარდაცვლილების ცხედრებს გაგრაში, ზღვაში ეძებს. სანაპიროზე სამძებრო სამუშაოებში კიდევ 50 ადამიანია ჩართული", - განაცხადა ე.წ მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას აღმოჩენილია 11 ცხედარი და თვითმფრინავის 154 ფრაგმენტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ტუ-154 25 დეკემბრის დილით სოჭის აეროპორტიდან გაფრენიდან მალევე ჩამოვარდა, თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა, სანაპიროდან 1,5 კილომეტრში.

შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული მონაცემებით, შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის ბორტზე სულ 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics