11:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:14:17, 1450 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფები არ გაიზრდება

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდის საჭიროება არ არსებობს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და  ოპოზიციური პარტიების  მხრიდან არასერიოზული განცხადებები კეთდება:

„ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენ ე.წ ექპსერტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტში ტარიფებთან დაკავშირებით. თითქოს, გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაზირდება და ა.შ. ტარიფებს ადგენს მარეგულირებელი კომისია და გუშინ მათ გააკეთეს განცხადება. დღევანდელი გადმოსახედიდან ელექტროენერგიაზე ტარიფების მატება არ იქნება. ეს განცხადება მოვისმინეთ. გუშინ განიხილეს თბოსადგურების ტარიფები. გარკვეული მიმართულებით მოხდა მატება თბოსადგურების ტარიფებზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ტარიფები, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქე ელექტროენერგიაზე გადაიხდის გაძვირებულ გადასახადს. ასე რომ, თუ იქნება იმის აუცილებლობა კურსიდან გამომდინარე, რომ ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც განცხადებას გააკეთებს. დღეს ამის აუცილებლობა არ არის და ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკაონ აბსურდული და არასერიოზული განცხადებებისგან“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics