01:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 22:05:22, 1076 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თემაზე „დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე“ დისკუსია გაიმართა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თემაზე „დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე“ დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროების, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მომხსენებლებმა ყურადღება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებზე, კეთილსინდისიერების განმტკიცების, გამჭვირვალობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა, ალექსანდრა ლუის პოლმა მსმენელებს ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარა და ინფორმაცია მიაწოდა.
 
შეხვედრა შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდა, სადაც მომხსენებლებმა და მონაწილეებმა შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, ერთმანეთს შენიშვნები გაუზიარეს და სამომავლო რეკომენდაციები შეიმუშავეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics