23:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 16:12:58, 1706 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანა დოლიძე: გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკით ხდება საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება.

როგროც დოლიძემ აღნიშნა,  თუ ფორმირება ხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, მაშინ პრეზიდენტმა 2013 წელს ამომრჩეველთა 62 % მიიღო, რამაც მას შესაძლებლობა უნდა მისცეს შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია.

„თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ან პრეზიდენტთან კომისიის შექმნა არ მოხერხდა იმიტომ, რომ პრეზიდენტს არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაშინ რა ლოგიკით ხდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოწვევა, რადგან ბუნებრივია, მათაც არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. თუ შემადგენლობის ფორმირება მოხდება იმ მანდატის მიხედვით, რომელიც ხალხმა მისცა გარკვეულ პარტიებს, ან წარმომადგენლებს, ანუ ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს მიღებული აქვს დაახლოებით 62 პროცენტი, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი რაოდენობის ადამიანებით დააკომპლექტოს კომისია", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics