21:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 12:03:03, 2757 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ელემენტარული ცოდნაა, რომ ლარის ნებისმიერი ვარდნა დოლართან მიმართებაში, პირველ რიგში ბანკებს აზარალებს

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გასულ კვირას, ექსპერტთა ნაწილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლებიც ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში ბანკებს ადანაშაულებდნენ.

მისი თქმით, ლარის ნებისმიერი ვარდა დოლართან მიმართებაში პირველ რიგში კომერციულ ბანკებს აზარალებს.

ხაზარაძე ყველას მოუწოდებს, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ბოლო პერიოდში მოხდა ლარის ვარდნა, რამაც გამოიწვია პანიკა. ამ პანიკამ გამოიწვია კომენტარები და ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ ზოგიერთი ე.წ. ექსპერტი, ამ ყველაფერში ადანაშაულებს ბანკს. მთელი კატეგორიულობით მინდა განვაცხადო, რომ ელემენტარული ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ნებისმიერი ვარდნა ლარის დოლართან მიმართებაში პირველ რიგში, კომერციულ ბანკებს აზარალებს, რადგან კომერციული ბანკების კაპიტალი ითვლება უცხოეთში დოლარში. ნებისმიერი ვარდნა ლარსა და დოლარს შორის, იწვევს კაპიტალის შემცირებას. მეორე მხარე ისაა, რომ ნებისმიერი ვარდნა, პრობლემებს უქმნის ჩვენს კლიენტებს, რომ დააბრუნონ სესხი. ეს ყველაფერი მიდის რეზერვში და აკლდება ბანკის შემოსავალს. აქედან გამომდინარე, ორივე მხრიდან ბანკს აქვს პრობლემა და პირველ რიგში ბანკია დაინტერესებული, რომ ეროვნული ვალუტა - ლარი იყოს მყარი. მოვუწოდებ ყველას, ამ თემებთან დაკავშირებით იყვნენ ფრთხილად, ეს არ არის სათამაშო თემა. საქართველოს საბანკო სისტემა პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად გამართული და ლარი იყოს მყარი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics