02:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 10:18:35, 1470 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: ტუსკის წერილი ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის წერილი ევროპარლამენტისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირისთვის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას.

"პირველ რიგში არ მინდა არანაირი კომენტარი გავაკეთო ევროკავშირის ინსტიტუტების შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებებზე და დისკუსიაზე. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილით რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას, როგორც ევროპული ინსტიტუტებისთვის, ასევე ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დონალდ ტუსკის წერილის კომენტირებისას.

მისივე განმარტებით,  ეს ასევე დადასტურდა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, სადაც ცალსახად დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.

"საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს წარმოადგენს ევროპული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერით და ინტერესით ეს პროცესი მალე დასრულდება", - აღნიშნა მინისტრმა.

 ჯანელიძის თქმით,  ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი.  მიხეილ ჯანელიძემ დასძინა, რომ  ნატოს მინისტერიალის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრების დროს, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხის პარალელურად განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ ვიზალიბერალიზაციაა და საქართველოს ამ პროცესში აქვს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების სრული მხარდაჭერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics