2016-12-05 16:31:11, 2257 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური: მეცნიერულადაა გათვლილი, ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ მოსახლეობა შეაწუხოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ყველა კვალიფიციური დასკვნა ადასტურებს, ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ მოსახლეობა შეაწუხოს:
"ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ყველა კვალიფიციური დასკვნა, თვითონ სამთავრობო გუნდისაც და ჩვენი უცხოელი კოლეგებისაც ადასტურებს, რომ ფასების ზრდა არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაწუხოს. ესაა გათვლილი მეცნიერულად, ექსპერტულ დონეზე და ამაზე პასუხისმგებლობა აღებული აქვს მთავრობას",-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან