|
2016-12-05 16:17:45, 1733 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კახიძე: „ნაცმოძრაობაშიკახიძე: „ნაცმოძრაობაში" სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ პარტია დაშლის წინაშე არ დგას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ის დაშლის წინაშე არ დგას. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტურია და არასწორია საუბარი,თითქოს მიხეილ სააკაშვილის გადარჩევა მიმდინარეობს. „თავმჯდომარის პოზიცია ვაკანტურია, ეს პოზიცია მიხეილ სააკაშვილს არ აქვს დაკავებული უკვე წელიწადზე მეტია. არასწორად ხდება წარმოჩენა თითქოს, მისი გადარჩევა მიმდინარეობს. ეს არის ვაკანტური პოსტი, ყრილობამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“ აცნობა, რომ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ, 2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს. აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები. აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს აირჩევენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს. ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს. ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)