23:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-02 15:37:48, 845 ნახვა

რეგიონი
ლევან გორგილაძე შშმ პირთა საკითხებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, შშმ პირთა საკითხებზე გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრნენ, თემაზე - „საჭიროების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის“.

„დღეს, სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ დახმარებებზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა შშმ პირთა შესაძლებლობების გაზრდასა და გამოვლენაზე, მათ კონკურენტუნარიანობასა და სოციალურ ინტეგრაციაზე“, - განაცხადა ლევან გორგილაძემ.

დისკუსია პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამართლებრივი ადვოკატირების“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია შშმ პირთა უფლებების დაცვის გაეროს 2006 წლის კონვენციის იმპლემენტაციისა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა, თბილისში, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში შშმ პირთა ორგანიზაციების გაძლიერებითა და იურიდიული სერვისების განვითარების გზით.

მრგვალ მაგიდას საქართველოს პარლამენტის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან, რეგიონების მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics