20:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-01 15:21:55, 2001 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გიორგი ჩოგოვაძის აზრით, ტურისტული გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, ძველ თბილისში ტურისტული გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ.

როგორც ჩოგოვაძემ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გაჟღერებული ამ ინიციტივის კომენტირებისას განაცხადა,  მსოფლიოში გადასახადების აკრეფის სხვადასხვა მოდელი არსებობს, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ანალიზი უკვე გააკეთეს.

ჩოგოვაძის აზრით, სანამ პროექტის შინაარსი ბოლომდე გააზრებული არ იქნება, ამ თემაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ:

„მსოფლიოში სხვადასხვა მოდელი არსებობს და ეს  გადასახადების აკრეფის ერთ-ერთი მოდელია. ამ მოდელს ვსწავლობთ და გარკვეული ტიპის ანალიზი უკვე გაკეთებული გვაქვს.თუმცა ამ მომენტისათვის არ ვფიქრობთ, რომ ასე საჩქაროდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველანაირ აქტივობას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამატებითი ტურისტები მოვიზიდოთ და მოვხსნათ ყველანაირი ბარიერი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტურისტებს  გადაწყვეტილების მიღებაში, რომ საქართველოში იმოგზაურონ. უფრო მეტიც, ჩვენ ვამარტივებთ სავიზო რეგულაციებს. ვაპირებთ , განვაახლოთ ის პროგრამები, რომლებიც თუნდაც ღვინის ჩუქებას გულისხმობს აეროპორტში. ამ ეტაპზე შესაბამისად, სანამ ბოლომდე გააზრებული არ იქნება ამ პროექტის შინაარსი, არ ვფიქრობთ, რომ სასწრაფო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“,-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics