|
2016-11-25 16:01:40, 1134 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: „რუსთავი2“-ის საკითხთან მიმართებაში ხელი დაბანილი არ მაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მტკიცებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკითხის გადაწყვეტაში სასამართლო დამოუკიდებელია. კვირიკაშვილმა უმცირესობის სხდომაზე დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეკითხვას უპასუხა, რომელიც ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილი მის არც ერთ არგუმენტს არ იზიარებს: „რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ვერ გავიზიარებ ვერც ერთ არგუმენტს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არ მაქვს ხელი დაბანილი ამ საკითხთან მიმართებაშიც. საერთაშორისო შეშფოთებას რაც შეეხება, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ინსტიტუციების მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს რეიტინგებს მედიის თავისუფლებასთან მიმართებაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორები. ეს არის ჟურნალისტები საზღვრების გარეშე და სხვა მრავალი ორგანიზაციის ინდიკატორი, სადაც ნახტომისებური გაუმჯობესება გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში მედიის თავისუფლების კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ტელევიზიას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდბელობა მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არ მოსწონს. ეს არის ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიის შემადგენელი და ნამდვილად გულწრფელი ვარ, როცა ამას ვსაუბრობ. რაც შეეხება ქონებრივ ელემენტს, ნამდვილად არ ვიცნობ დეტალებს- ვინ, როდის წაართვა ეს ტელევიზია და ვის წაართვა. ერთადერთი ვიცი, რომ ბევრჯერ მოხდა ეს გასული წლების განმავლობაში. არანაირი საფუძველი მაქვს, ეჭვი შევიტანო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო დღეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამ საკითხის გადაწყვეტაში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)