2016-11-14 16:06:07, 4573 ნახვა
კულტურა
Aerosmith-ი საქართველოში კონცერტს გამართავს
საქართველოში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith კონცერტს გამართავს.
ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი ტურნეს ფარგლებში 2017 წლის 20 მაისს, Black Sea Arena-ზე გაიმართება.
საქართველოს გარდა, ჯგუფი კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიაში, დანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან