12:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 16:45:44, 966 ნახვა

სხვადასხვა
ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს

გურჯაანის რაიონში, ზიარ-ფხოველის არქეოლოგიური გათხრებისას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს, სოფელ ზიარში ძველი ქვის ხანის პერიოდის (ქვ. პალეოლითის) პირველყოფილი ადამიანის ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო აღმოაჩინეს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ე.წ. ღია ტიპის სადგომი-სახელოსნო 500 ათასი წლის წინანდელია და კავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის სამსახურის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, სადგომ-სახელოსნოში,რომელიც დაახლოებით 100 კვადარატულ მეტრზეა გავრცელებული, ათასობით არტე ფაქტია აღმოჩენილი, რომელიც თავის წარმოშობით და სიძველით უმნიშვნელოვანესია.

"ძეგლი მნიშვნელოვანია, როგორც არქეოლოგიური, ასევე პალეონტოლოგიური მასალებით. სადგომი-სახელოსნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია კაჟის ქვისა და კირქვისგან დამზადებული ათასობით ცალი სხვადასხვა დანიშნულების უძველესი ქვის იარაღი: ხელ-ცულები, საფხეკები, წვეტანები და ა.შ.სადგომი სახელოსნო, მხოლოდ ერთი მეტრის სიღრმეზეა გათხრილი და ვვარაუდობთ, რომ უფრო მეტ სიღრმეზე ჩასვლისას შესაძლოა, უფრო ძველი დროის ნივთებიც აღმოჩნდეს", - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.

მარკოზაშვლის ინფორმაციით, ფხოვლის არქეოლოგიური გათხრებისას, ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც არის აღმოჩენილი.

"ფხოველში აღმოჩნდა ხის ნახშირის კვალიც და ზიარ-ფხოველი მსოფლიოში აქამდე ანალოგიური აღმოჩენების თვალსაზრისით, მესამეა, აფრიკის და საფრანგეთის შემდეგ", - განაცხადა სპეციალისტმა. 

ცნობისთვის, არქეოლოგიური გათხრები ზიარ-ფხოველში 2014 წლიდან მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics