15:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 11:00:29, 1008 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ტაციაობა დაიწყება ქვეყნებს შორის, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა

"დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ტაციაობა იქნება ქვეყნებს, შორის თუ სად მოიხადოს სასჯელი პირველად მიხეილ სააკაშვილმა და იმ სასჯელის მოხდის შემდგომ, სად გადასცემენ სხვა სასჯელის მოსახდელად", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - ხომ არ მოითხოვს საქართველო მიხეილ სააკაშვილის იქსტრადირებას.

სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება დიდიხანია მოთხოვნილია. მისივე განმარტებით, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინასაც არ ექნება უფლება, რომ თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანას გადასცეს.

"თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას მაინც მოუწევს ქართული მართმსაჯულების წინაშე წარდგომა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ არის დიდი დრო დარჩენილი იქამდე, როდესაც უკრაინაშიც დაიწყება მისი სამართლებრივი დევნა. რიგში მოგვიწევს ჩადგომა ან ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა ან უკრაინა, სადაც სასჯელს მოიხდის ის", - განაცხადა სუბარმა.

ამასთან, მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გიბერნატორის პოსტის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრს არ ჰგონია, რომ სააკაშვილის გადადგომა მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო.

"ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილი იყო, მათ შორის უკრაინაშიც ლაპარაკობდნენ . ვერ გაამართლა ვერც ერთ ქვეყანაში და ვერც უკრაინაში. მისი დიქტატორული ამბიციებით ჩააფლავა ყველაფერი, სადაც კი რამეს გაეკარა სწორედ მისი მმართველოს პერიოდში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%", - განაცხადა სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics