16:58 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 14:32:26, 1069 ნახვა

კომენტარი სამხედრო
თამარ კეკენაძე: ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას

"თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ დეტალურ განმარტებას სთხოვს.

როგორც კეკენაძემ აღნიშნა იზორიას გადაწყვეტილება, გაუაზრებელია და ასეთი ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს.

"ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება, რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და მისი აზრით რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა. სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას“, - განმარტავს თამარ კეკენაძე.

ამასთან, კეკენაძეს განცხადებით, საინტერესოა თუ ჰქონდა თავდაცვის მინისტრს აღნიშნულ საკითხზე განხილვები უშიშროების საბჭოს ფორმატში, ქვეყნის პრეზიდენტთან.

"მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო თუ არა განხილული ქვეყნის მთავარსარდათან უშიშროების საბჭოს ფორმატში. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული 100 დღის ანგარიშის წარდგენაზე. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრს ღია და აქტიური კომუნიკაცია ექნება საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან ამ და სხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ეხება. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წელს, სწორედ თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა კეკენაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics