00:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 13:05:44, 889 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი
ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თანამდებობიდან გადააყენეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.

დღევანდელ სხდომას საკრებულოს 35 წევრიდან 31 ესწრებოდა. აქედან კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ორი ბიულეტენი გაბათილდა. საბოლოოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 22 წევრმა დაუჭირა მხარი.

ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკრებულოს სხდომა ხარაგაულში 1 აგვისტოსაც გაიმართა, თუმცა მაშინ კენჭისყრაში საკრებულოს 31-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 17 თავმჯდომარის გადაყენების მომხრე იყო, 10 მოწინააღმდეგე, 4 ბიულეტენი კი გაბათილდა. ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა იყო, რაც თავმჯდომარის გადაყენების ინიციატორებმა ვერ მოაგროვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics