16:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 18:02:10, 1048 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წარმომადგენლები ვართ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გამოცდა კარგად ჩააბარა. 

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არჩევნები დადებითად ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა და უამრავმა მეთვალყურეებმაც შეაფასეს.

"საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის. უამრავმა მეთვალყურემ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა, დიპლომატიურმა წრეებმაც დადებითად შეაფასეს. გარდა ამისა ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ 3 700 საარჩევნო უბანი იყო საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა ნორმებიდან გადახრის. მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობამ გამოიჩინა თავი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წარმომადგენლები ვართ", - აღნიშნა ვოლსკიმ.

მმართველი გუნდის წევრმა, მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მადლობა უნდა გადავუხადოთ საზოგადოებას და ადამიანებსაც, ვინც ორგანიზებას უკეთებდა არჩევნებს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიულ ჯგუფს უჭერდა მხარს. სამწუხაროა, რომ დარჩა პოლიტიკური პარტიები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ გარკვეულ თემებზე, ამას წამოძახილის სახე აქვს. ამ ნიჰილიზმის პოპულარიცაზიის თემით დაკავებული ხალხი არასწორად იქცევა, გარდა იმისა, რომ ობიექტურები არ არიან. ქვეყნისთვისაც ცუდ საქმეს აკეთებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics