12:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 16:13:32, 1131 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე რულოვსზე: კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, დამარცხების აღიარებაა

სანდრა რულოვსი დარჩებოდა მეორე ტურში თუ არა, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნამდვილად გაიმარჯვებს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა.

კობახიზეს თქმით, სამი უბნის შედეგებმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სანდრა რულოვსს სამეგრელოში მხარდაჭერა არ აქვს.

„კანდიდატურის მოხსნა პრაქტიკულად, მის მიერ დამარცხების აღიარებაა. ვფიქრობ, რომ ეს სააკაშვილის დავალებით არის მაინც გაკეთებული, რადგან ის პოლიტიკაში როგორც სააკაშვილის პროექტი ისე შემოვიდა და ყოფილი პრეზიდენტის გარეშე გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული.  დანარჩენი შიდა პარტიული საქმეა, ნაკლებად საინტერესოა. მთავარი ის არის, რომ მეორე ტურში სამეგრელოშიც და ყველა ტურშიც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს”, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა გუშინ მოხსნა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, არჩევნები უსამართლოდ ტარდება და მეორე ტურში მონაწილება მისთვის შეურაცხმყოფელია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics