19:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 18:30:17, 635 ნახვა

რეგიონი
4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნება

ხვალიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეეძლებათ. 4 ოქტომბერს იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალს ონში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.

ონის იუსტიციის სახლი პირველია რაჭა-ლეჩხუმში. ის მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება ონშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს და მათ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე წვდომას გაუადვილებს.

ონის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყება. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ონის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრებიან. გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, საღამოს კი  ფოიერვერკი დაასრულებს.

ონის იუსტიციის სახლი 531 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ვახტან მეექვსეს ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის ტენდერით შერჩეული პროექტით განხორციელდა.

ონის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეშვიდე  ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლები.  უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ახალქალაქში გაიხსნება.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ონში დაესწრებიან  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics