09:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 13:39:33, 970 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის აფხაზებიც, რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო

,,ჩვენ ერთად  უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზებმა კარგად იციან, რომ  ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია.

„რაც  მეტი დრო გადის 1993 წლის სექტემბრიდან, მით უფრო მძაფრდება ტკივილი. ჩვენ ყველას გვაწუხებს საკუთარ კუთხეში დაბრუნების მოლოდინი, რომელიც  მტკივნეულიცაა და დამქანცველიც. დღევანდელ დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის, აფხაზებიც,  რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო. პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოში ვატარებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმართულია ურთიერთპატივისცემის, ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ. აფხაზებმაც კარგად იციან, რომ  ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია. შეუძლებელია ჩვენი გზები კვლავ არ შეერთდეს,  ჩვენი ერების სასიკეთოდ.  ანაკლიის, განმუხურის  განვითარება ჩვენი ხელისუფლების გზავნილია, რომ განვითარება და ეკონომიკური სიკეთე აფხაზეთსაც უნდა შეეხოს. ჩვენ  ერთად  უნდა ვაშენოთ ის საქართველო,  სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics