23:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 12:42:18, 958 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილი: ეს არის კონკრეტული სამხილი, რომლითაც ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლისღვრა სურს

„ეს არის ძალიან მკაფიო სამხილი, რომლითაც პირდაპირ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქვეყანაში   არეულობის  და სისხლისღვრის მოწყობა სურთ“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყვარელსა და თელავში ირაკლი სესიაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ  აუდიოჩანაწერს, სადაც  ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ  სცენარს განიხილავენ.

სესიაშვილის შეფასებით, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავს ხელს უწყობს  „საბოტაჟნიკებს“ და რევოლუციონერებს.

„ეს არის კონკრეტული, ძალიან მკაფიო სამხილი, რომლითაც  პირდაპირ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერებს სურთ ქვეყანაში არეულობა, სისხლის ღვრა და  დესტაბილიზაცია. მათ ხელოვნურად უნდათ რევოლუციის მოწყობა. ყველა ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოხაზავს ფაქტობრივბად ხელს უწყობს ამ „საბოტაჟნიკებს“ და რევოლუციონერებს. ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში არეულობა მოახდინონ. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები დროულად მოახდენენ ამაზე რეაგირებას და შესაბამის სამართლებრივ სვლას მისცემენ. ყველაფერს აქვს საზღვარი“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics