02:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 13:35:47, 893 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი ერთადერთია, რაც მაწყნარებს

„კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი რომ ვიცი, ერთადერთია, რაც მაწყნარებს“, - ასე უპასუხა ექს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას -  „მომავალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პრემიერმა მოსახლეობას გააცნო, ხომ არ არის გადაჭარბებული დაპირება.”

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში 500-600 კილომეტრზე გზის დაგება, სხვა გადმოსახედიდან კითხვებს ბადებს, თუმცა მისივე თქმით, პრემიერი კარგი მენეჯერია და  გათვლის გარეშე არაფერს არ აკეთებს.

„„ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშენდა ავტობანის პატარა მონაკვეთი.  ამ ოთხი წლის განმავლობაში, ახალი ხელისუფლების მოსვლის დროს 82 კილომეტრამდე გაკეთდა მგონი.  ამ დროს,  შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში 500-600 კილომეტრზე, რომ  გაკეთდეს, ეს ალბათ ბევრ კითხვას ბადეს.  მოსამზადებელი პერიოდია,  საჭირო რომ გაამზადო სტაფი, მოიძიო ფინანსები და მოვიდეს ინვესტორი. მაგრამ კვირიკაშვილის პროფესიონალიზმი, რომ ვიცი ერთადერთი რაც მაწყნარებს. ის გათვლის გარეშე არაფერს არ აკეთებს. კარგი ფინანსისტია ძალიან. მეც კი არ მომითხოვის და არ მინახავს გათვლები ამ პროექტზე“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics