13:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:08:41, 888 ნახვა

სხვადასხვა
2014 წელს ჰაკერებმა Yahoo-ს თითქმის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს

2014 წელს ჰაკერებმა კომპანია Yahoo-ს თითქმის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალებსი იფნორმაციით, ეს არის კიბერუსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კიბერთავდასხმა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაჯაროვდა.

კომპანია Yahoo-ს ცნობით, ჰაკერებმა მოიპოვეს 500 მილიონი ადამიანის სახელ-გვარები, დაბადების თარიღები, ტელეფონის ნომრები, პაროლები და ელექტრონული მიმოწერა. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კიბერდამნაშავეები ერთ-ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებდნენ. 

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური სამსახური აღნიშნულ ფაქტს იძიებს. 

მედიის ცნობით, ამერიკულ დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმა ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით ან მხარდაჭერით განხორციელდა, რადგან მომხდარი ფაქტი იმ კიბერთავდასხმებს ჰგავს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ხაკერები ახორციელებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics