14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-13 12:13:42, 383 ნახვა

სამართალი
სასამართლო პარლამენტთან მომხდარი ჩხუბის დროს დაკავებულების საქმეებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს.

მათ შორის ერთი "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილია, ერთი "თავისუფალი ზონის" წევრი, 3 კი- "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა ერთად 5-ვეს პროცესი. მოსამართლემ ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში უნდა მიიღოს.

საქალაქო სასამართლოსთან "თავისუფალი თაობის" და "თავისუფალი ზონის" აქტივისტები არიან შეკრებილები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, პარლამენტთან გუშინდელ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოდან  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები-გოკა გაბაშვილი და გიგა ბოკერია გამოვიდნენ. მათ ადგილზე მისული "თავისუფალი თაობის" წევრები ფიზიკურად  დაუპირისპირდენ. ჩხუბში "თავისუფალი ზონის" აქციის მონაწილეებიც ჩაერთნენ. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე სულ 6 პირი დააკავა, ერთი კი, მალევე გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics