14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 19:07:37, 1630 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატის გაცემას იწყებს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 5–9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ანტიჰელმინთური პრეპარატის გაცემას იწყებს.

5–6 წლამდე ასაკის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და 6–9 წლის სკოლის მოსწავლეებს მშობლის ან მეურვის თანხმობის საფუძველზე ანტიჰელმინთური პრეპარატები დაურიგდებათ.

„აჭარაში საკმაოდ მაღალია ჰელმინთებით ბავშვთა დასნებოვნება. 5–9 წლის ასაკის ბავშვებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემებით, სხვადასხვა ჰელმინთებით დაავადებული აღმოჩნდა ბავშვთა 30%. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონულმა ბიურომ 2016 წლისთვის ბავშვთა დეჰელმინთიზაციისთვის საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით პრეპარატი ვერმოქსი (მებენდაზოლი) გადმოსცა. მოსაწოდებელი ოდენობა საშუალო ავადობის მონაცემებით იქნა გათვლილი და აჭარისთვის შეადგენს პრეპარატ ვერმოქსის 40 000 დოზას“, - ნათქვამია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაში.

ამ მიზნით ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს პროგრამის განსახორციელებლად საჭირო საკითხები და ანგარიშგების ფორმები.

მსოფლიოში გავრცელებულია 250 სახეობის ადამიანის პარაზიტული ჭიები, მათგან 20 საქართველოსთვის ენდემურია. ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ენტერობიუსი, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში მხოლოდ ასკარიდოზით ყოველწლიურად ავადდება 1,2 მილიარდი ადამიანი და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ბავშვებია.

ადამიანის დასნებოვნების გზებია: საყოფაცხოვრება-კონტაქტური – დაუბანელი ხელების საშუალებით; საკვებით – გაურეცხავი ბოსტნეული, ხილი, მწვანილი, არასათანადოდ თერმულად დამუშავებული ხორცისა და ხორცპროდუქტების საკვებად მიღება; წყლით – დაბინძურებული წყალსატევებიდან და სხვა წყლის რეზერვუარებიდან წყალის დალევა.

ვერმოქსს იყენებენ ჭიების ერთეული და შერეული ინვაზიების სამკურნალოდ. ვერმოქსის სამკურნალო და საპროფილაქტიკო დოზა არის 500 მლ (ანუ 1 აბი) ერთჯერადად დღეში ერთხელ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics