14:38 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:48:59, 984 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი იპოთეკარების პრობლემაზე: თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ჩვენ ვერ ვნახეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყველა იპოთეკარს არ დაპირებია, რომ კრედიტებს მისცემდა და სესხებს გაუგრძელებდა.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.

ივანიშვილის თქმით, მთავრობა იპოთეკარების პრობლემაზე, რომელიც მასშტაბურია, მუშაობს, თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა:

"ვერ დაგეთანხმებით, რომ იპოთეკარებს დავპირდი, რომ დავუბალანსებდი, კრედიტებს მივცემდი და გავუგრძელდებდი, ეს ასე არ ყოფილა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა, მთელი საქართველოს პრობლემაა. ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მხარს ვუჭერდი ხაბაძეს. სადაც მოხერხდა და ვისაც ჰქონდა გადახდისუნარიანობა, გაგრძელებაზე ბევრი იმუშავა და ნაწილს გაუგრძელა და ხაბაძე ამ ნაწილში უნდა შევაქოთ. მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ-მეთქი ვერ დავიტრაბახებთ. საერთოდ ეს იპოთეკური პრობლემა არის მთელი საქართველოს დიდი პრობლემა და ძალიან ბევრი იპოთეკარი იმიტომაა ასეთ დღეში, რომ თავის დროზე მძიმე ოპერაციის დასაფინანსებლად სახლი ჩადო.  ჯანდაცვის სისტემაში საოცრება მოხდა და ძირითადი რესურსები, რაც ჰქონდა ბიუჯეტს, სწორედ აქთ მიემართა. თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ, მეორე მხარეს ბანკები დგანან, ახალი მთავრობაც გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობს,თუ რამე განოსავალი ნახეს. ის, რომ მე ყველას დავპირდი,  კრედირებს მივცდემი და ყველას გავუგრძელედებდი, მსგავსი  არ ყოფილა",-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics