04:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 15:06:38, 647 ნახვა

რეგიონი
ქარელის მუნიციპალიტეტს 24 სთ-იანი წყალმომარაგებაა ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის მაგისტრალური მილსადენი თავისი განშტოებებით (ჯამური სიგრძით  4890 მეტრი).  ამჟამად წყალსადენი ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და  რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის მაისში და იწყო და მიმიდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტეზე, რომლის ღირებულება,  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 500 ათასი ლარია, 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალი 10 საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი მოსახლეობა  24 სთ-იანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics