10:22 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 13:39:32, 612 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სომხეთის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  ბათუმში სომხეთის გენერალურ კონსულს, ეღიშე ფარგსიანს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათი იყო.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და კულტურისა და ტურიზმის განვითრების საკითხებზე გამახვილდა.

ელჩმა მზაობა გამოთქვა ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის.

"აჭარასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია არსებობს. რეგიონს პარტნიორული ურთიერთობები აქვს დაძმობილებულ ქალაქებთან, რაც მომავალში კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს" - აღნიშნა პატარაძემ.

აღსანიშნავია, რომ სომხეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაზრდილია. აღინიშნა პირდაპირი ფრენების დანიშვნის აუცილებლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics