10:44 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 18:00:26, 1252 ნახვა

სამართალი
შსს-მ წალკაში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ანდრანიკ თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰაიკ მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ ნარდევანში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრანიკ თ.-მ, პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ანდრანიკ მ.-ს „ვინჩესტერის“ ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ.-მ კი, ბრალდებული ანდრანიკ თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული სამველ თ. „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„სამართალდამცველებმა ანდრანიკ თ. და ჰაიკ მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს.

პოლიციამ, ანდრანიკ თ.-ს საცხოვრებელი სახლის და ჰაიკ მ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics