|
2016-07-18 12:48:29, 1134 ნახვა
სამართალი
უჩა ნანუაშვილი: ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ, საკმაოდ დიდი რისკებია
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხადაჭერილი პროექტის ფარგლებში - „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. სასტუმრო „HOLIDAY INN“-ში გამართულ პრეზენტაციაზე სახალხო დამცველმა წარმოადგინა ბავშვის უფლებების ცცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებელუ შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და რეინტეგრაციის სერვის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა-მზრუნველობის რეგიონალური საბჭოების სხდომის მუშაობა შეისწავლა. როგორც ომბუდსმენმა პრეზენტაციის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვთა მინდობით აღზრდის მხრივ, ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. მისი თქმით, ხშირია ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. „ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საკმაოდ დიდი რისკებია. ბავშვებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობები ხდება. ამ კუთხით, სახელმწიფო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა არის ის, რომ სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის კომუნიკაცია ძალიან სუსტია. გარდა ამისა, მინდობით აღზრდაში მონაწილე ოჯახებს არანაირი მომზადება არ აქვთ გავლილი. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემდგომ ეტაპზე მიმდობ ოჯახებში მოხდეს გარკვეული ტრენინგების მოწყობა. ძალიან მწვავედ დგას სოციალური მუშაკების საკითები - არის მუნიციპალიტეტები, სადაც მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკია მაშინ, როდესაც საუბარი ასობით ბავშვზეა. გარდა სიმცირისა, სოციალური მუშაკების კვალიფიკაცია არადამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ნანუაშვილმა. უჩა ნანუშვილის გარდა, ანგარიშის წარდგენამდე კომენტარი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საშა ბრაუმანმაც გააკეთა. მისი თქმით, მონიტორინგის დროს ბევრი სისტემური ხარვეზი გამოვლინდა. ბრაუმანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში წარგდენილი კანონპროექტი მინდობით აღზრდის შესახებ იქნას მიღებული. „გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF”-ი სახალხო დამცველის ოფისის მიერ განხორციელებულ მონიტორინგს მიესალმება. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ბავშვების ბავშვთა სახლებიდან გამოყვანა, მათი მინდობით აღზრდაში განთავსება და საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება. თუმცა, მონიტორინგის შედეგად, გარკვეული სისტეური ხასიათის ხარვეზები და პრობლემები გამოვლინდა. ბავშვები მიმართ ძალადობის რამოდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ოჯახის მხარდამჭერი ორგანიზაციები უფრო ფართო და ქმედითი გახდეს. ქვეყანაში მიღებული უნდა იყოს კანონი გაშვილებისა და მინდობით აღზრდის შესახებ, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. სწორედ ეს კანონი მოახდენს მინდობით აღზრდისა და მინდობით ოჯახების გადამზადების პროცესის მოწესრიგებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ეს არის სოცციალური მუშაკების სათანადო რაოდენობა. სწორედ მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი როლი ამ ბავშვების აღზრდის მონიტორინგის დროს და ქვეყანაში უნდა იყოს სოციალური მუშაკების შესაბამისი რაოდენობა. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ამ პრობლემების აღმოფხვრაში“, - განაცხადა ბრაუმანმა.
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)