2016-07-16 10:22:19, 1450 ნახვა
სამართალი
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. დაჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. იგი ირანის მოქალაქეა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან