2016-07-13 18:25:43, 1273 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტი რეზო ოქრუაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
"ხალხის გაზეთის" ყოფილი რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი გორში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც "ქსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, მას სხეულზე დაზინებები არ აღენიშნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან