2016-07-13 14:50:46, 1213 ნახვა
სამართალი
არჩილ თალაკვაძე: გპირდებით, "მაგნოლიას" საქმის გამოძიება დროული და ეფექტური იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საცხოვრებელ კომპლექს "თეთრი მაგნოლიის" საქმეზე ბრალდებულ სალომე ჩარკვიანის დაკავებას გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ გამოძიება დროული და ეფექტური იქნება.
"სალომე ჩარკვიანის დაკავებაზე ვფიქრობ, რომ 8 ოქტომბერს მოსახლეობის მთავარი შეკითხვა იქნება, ვინ უზრუნვეყოფს უკეთეს მომავალს. განახლებული "ქართული ოცნების" გუნდი იქნება ის, ვინც ამას გააკეთებს. გამოძიება მიმდინარეობს და გპირდებით, ის იქნება დროული, ეფექტური და მხარეებს მიეცემათ შეჯიბრების საშუალება სამართლიანი სასამართლოს პირობებში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან