05:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-11 14:51:30, 945 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ბათუმში შსს-ს მომსახურების სააგენტოს და სპორტული კლუბი MIA FORCE-ის მიერ ორგანიზებული მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის დახურვას დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილი  მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურს ესტუმრა და მთელი კვირის განმავლობაში სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

უწყების ინფორმაციით, დავით ვარდიაშვილს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა სააგენტოს შენობა დაათვალიერებინა და რეგიონული განვითარების გეგმა გააცნო.

შს მინისტრის მოადგილე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახის, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA FORCE-ს მრბოლელი დათა ქაჯაიას შემაჯამებელ, შემეცნებით ლექციასაც დაესწრო, რომელიც მან კვირეულის აქტიური მონაწილეებისთვის წაიკითხა.

შეხვედრის დასასრულს, დავით ვარდიაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, კვირეულის მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო სიგელები გადასცა და სპეციალურად მომზადებულ სტენდზე - „ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს“, მოზარდებთან ერთად, ხელმოწერა დატოვა.

კვირეულის დახურვის დღეს ბათუმში, „ანბანის კოშკის“ წინ ახალგაზრდებმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული დახატეს.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული 2 ივლისს დაიწყო. ყოველდღიურად, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. მომავალში აღნიშნული პროგრამის სხვა რეგიონებში ჩატარებაც იგეგმება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics