2016-07-11 14:27:03, 1013 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გურამ რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა შპს ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილზე ძებნას გამოაცხადებს.
ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
„ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადება „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან