2016-07-11 09:43:57, 1022 ნახვა
სამართალი
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალბატონი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი, რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.
მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან