2016-07-09 12:59:01, 620 ნახვა
რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სტიქიის შემდეგ ვანში არსებულ ვითარებას გაეცნო.
სოფელ სულორში სტიქიის შედეგად 50-მდე ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. პრემიერი სოფლის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა და მათ დახმარებას დაპირდა.
გიორგი კვირიკაშვილი სტიქიის შემდეგ არსებულ ვითარებას სამეგრელოს რეგიონშიც გაეცნობა.
პრემიერთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მთვარობის წევრებიც არიან გასული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან