2016-07-09 11:36:11, 620 ნახვა
რეგიონი
ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია სრულდება
კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიუტეტში სრულდება ონანაურის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები, გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
პროექტის ფარგლებში გაიწმინდა სადრენაჟე არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას.
საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია, 60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან