2016-07-08 13:13:26, 604 ნახვა
რეგიონი
ბათუმში უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ბათუმში ძლიერი წვიმის გამო, შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, ს. ხიმშიაშვილის, ლერმონტოვის, ბაგრატიონის ქუჩების მცირე მონაკვეთები დაიტბორა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, თითოეულ შემთხვევაზე უკვე განხორციელდა რეაგირება, პრობლემურ მონაკვეთებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.
"საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს ,,ბათუმის წყალი“. გაიწმინდა ზღვაში გამსვლელი არხები. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება", - აცხადებენ მერიაში.
მობილიზებულია სახანძრო და სამაშველი სამსახურის ავტომანქანები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან