18:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:48:11, 685 ნახვა

სამხედრო
"ღირსეული პასუხი 2016" დასრულდა

მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დასრულდა. ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროექტის ორგანიზატორებმა სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიალს II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნკი გიორგი ბლიაძე დაესწრო.

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოში აკრედიტებული მედიაორგანიზაციების 22 წარმომადგენელი სპეციალური პროგრამით აქტიურ მომზადებას 5 დღის განმავლობაში გადიოდა. მედიასწავლების ფორმატი მორგებული იყო ჟურნალისტთა საქმიანობის რიტმს. სწავლების ფარგლებში სიმულაციური სცენარის მიხედვით სხვადასხვა სახის პრესკონფერენცია და საველე პრაქტიკული წვრთნა განხორციელდა.

სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ინფორმაციის მოპოვება და დახარისხება უწევდათ. სწავლების „გამთამაშებლები“ კი საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს ქმნიდნენ. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics