21:15 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 11:57:35, 641 ნახვა

რეგიონი
კომისიამ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ეკომიგრანტი ოჯახის საკითხი განიხილა

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ბენეფიციარების - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ორი ეკომიგრანტი ოჯახის მიერ შერჩეული საცხოვრებელი სახლების ექსპერტიზაზე გადაგზავნის საკითხი განიხილეს.

კომისიის წევრებმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები დადებითად შეაფასეს და დასკვნის მისაღებად ექსპერტიზაზე გადაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

დღეის მდგომარეობით, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში:

მუნიციპალიტეტებისათვის შუამდგომლობის დაყენების მიზნით გადაგზავნილია 193 ეკომიგრანტი ოჯახის მონაცემი;

გამგეობების მიერ შუამდგომლობა აღიძრა 22 ოჯახზე;

22 ოჯახიდან 20 ოჯახს გაეგზავნა შეთავაზება საცხოვრებელი ფართების მოძიების მიზნით, 2 ოჯახს უარი ეთქვა პროგრამაში ჩართვაზე;

ამ ეტაპზე შესასყიდად საცხოვრებელი ფართი წარმოადგინა 4 ოჯახმა და იგზავნება ექსპერტიზაზე ტექნიკური მდგომარეობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით;

გამგეობის მიერ შუამდგომლობის აღძვრაზე უარი ეთქვა 14 ოჯახს;

გამგეობა აგრძელებს 154 ოჯახის შესწავლას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics