08:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 09:33:02, 1012 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება

შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ დავით ნატრიაშვილთან და შს სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საბერძნეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ბესიკ ამირანაშვილი ბერძენ კოლეგას, საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინოს ცუვალასს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შედეგები განიხილეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის პოლიციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა მაღალ დონეზე შეაფასა.

საქართველოს შს სამინისტროს დელეგაციისა და ბერძენი სამართალდამცველების შეხვედრაზე ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის „დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმების“ გაფორმების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ უფრო გაამყარებს და სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის საქართველოსა და საბერძნეთის პოლიციის ურთიერთთანამშრომლობას.

საბერძნეთში ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაც გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics