2016-06-30 18:45:16, 1103 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ფარული კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების შენახვა-გავრცელებაში ბრალდებულები- გელა ღურწკაია, ზურაბ ჯამალაშვილი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ნიკოლოზ ფხალაძე პატიმრობაში დატოვა.
დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში ბრალდების მოწმის დაკითხვით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით, სისხლის სამართლის დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ინგა ჩატოიანის გარდა, ოთხივე-გელა ღურწკაია, ზურაბ ჯამალაშვილი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და ნიკოლოზ ფხალაძე დაკავებულია. ჩატოიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან