2016-06-23 13:55:00, 938 ნახვა
სამართალი
სოფელ კორცხელში ერთი პირი დაჭრეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ერთი პირი დაჭრეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეს საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჭრის მიზეზი პირადი კონფლიქტი გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან