2016-06-22 14:07:47, 1204 ნახვა
სამართალი
ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დაკავებულია
ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გერლიანი საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.
ცნობისთვის, გერლიანი ოდესაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა იგი თბილისის აეროპორტში არ დაუკავებიათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან