19:45 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-21 17:07:17, 949 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევა გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, 17 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ისა და მისი თანმხლები პირების (ზ.ა., ა.ს. და ნ.ა.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით.

„კერძოდ, ზ.ა.-ს აღმოაჩნდა 55,77 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 17636,61 ლარი, ხოლო ნ.ა.-ს - 53,92 გრამი ოქროს ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 15196,91 ლარი. მათი განცხადებით, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები ეკუთვნოდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას, ა.მ.-ს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

მსგავსი ფაქტი გამოავლინეს 16 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მათ საქართველოს მოქალაქე ნ.მ.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ხელბარგში 201,23 გრამი  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 20,88 გრამი ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4518,91 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4518,91ლარის ოდენობით“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics