|
2016-06-20 12:01:10, 963 ნახვა
სამართალი
გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, იგივე „სვანის“ თემაზე, 17:00 საათზეა დაბარებული. დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია თარგამაძემ გუშინ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა. „შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე N009190616001 საქმეზე, დავით გერლიანის მიერ კანონიერი ქურდობის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, გამოკითხვის მიზნით, გთხოვთ გამოცხადდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში“, - ნათქვამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ უწყებაში, რომელსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)