2016-06-17 15:53:41, 1073 ნახვა
სამართალი
ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალბატონს დაეჯახა
ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალბატონს დაეჯახა. ის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტს პროკურატურა იძიებს.
როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან