2015-02-28 12:36:47, 859 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდმა ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს შოკისმომგვრელი უწოდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რუსეთის ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ფაქტს შოკისმომგვრელი და ვერაგული უწოდა.
როგორც ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბორის ნემცოვი იყო გაბედული და დაუღალავი დამცველი დემოკრატიის და ლიბერალური ღირებულებების“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნემცოვის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა და საქმის დროული გახსნის იმედიც გამოთქვა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 6 გასროლით მოკლეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან